გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი
  • ID PRE_0_1
  • პრე-აქსელერატორის პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი
  • დაწყების თარიღი: 31 მარტი 2023
  • დასრულების დრო: 10 აპრილი 2023 23:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში (სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი). პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და   გულისხმობს  ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგების ციკლს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი  ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის.

 

კონკურსის მიზანია,  რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი  ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველჰყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ხარისხიან და სრულყოფილ ორგანიზებას. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია, როგორც მხოლოდ ერთი ასევე ყველა  მითითებული რეგიონისთვის.  თითოეულ რეგიონზე განსაზღვრული მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 35 000 ლარს.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 აპრილი. 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • ინფორმაცია პროგრამის შესახებ

წარსადგენი დოკუმენტები

  • გთხოვთ ჩამოტვირთოთ, არსებული დოკუმენტი პროგრამის ბიუჯეტის შესახებ და შეავსოთ ინსტრუქციის შესაბამისად
  • გთხოვთ, ჩამოტვირთოთ არსებული დოკუმენტი, ორგანიზააციის გუნდის შესახებ და ატვირთოთ ინსტრუქციის შესაბამისად
  • გთხოვთ, ჩამოტვირთოთ, არსებული დოკუმენტი, პროგრამის სილაბუსის და განრიგის შესახებ და შეავსოთ ინსტრუქციის შესაბამისად