გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები
  • ID IN_2
  • ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები
  • დაწყების თარიღი: 1 ივლისი 2019
  • დასრულების დრო: 31 ივლისი 2019 23:59

თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტები ინოვაციების მიმართულებით

მიმღები:ულ მცირე ერთ წლიანი რეგისტრაციის მქონე მეწარმე სუბიექტი, 30 მილიონამდე წლიური ბრუნვით, აგრეთვე კონსორიუმები სადაც წამყვანი აპლიკანტი მეწარმე სუბიექტია

კონკურსის გამოცხადების სიხშირე: მუდმივად ღია, შედეგების გამოცხადება მოხდება კვარტალში ერთხელ

მოთხოვნილი გრანტის ოდენობა:  მ ინიმუმ 150,000 ლარი. მაქსიმუმ 650,000 ლარი პროექტზე. მთლიანი პროგრამის განმავლობაში, აპლიკანტი/თანააპლიკანტი ვერ მიიღებს 650,000 ლარზე მეტს.

თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის სულ მცირე 50%.

პროექტის ხანგრძლივობა24 თვემდე

 

თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები განმცხადებლისთვის:

  • საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშია
  • მეწარმე სუბიექტის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს
  • კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე
  • კომპანიის წილის 50%ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები თანააპლიკანტ(ებ)ისთვის

  • საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშიაან/და
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საჯარო ან კერძო)ან/და
  • მეცნიერებათა აკადემიები ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები

 

თანადაფინანსების ინოვაციების გრანტების პროგრამა გაიხსნება 2019 წლის 22 მაისს და გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო
  • დანართი IMG2 - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ქართული და ინგლისური)
  • დანართი IMG5 - აპლიკანტის განცხადება (ქართული და ინგლისური)
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება № 1-1/244

წარსადგენი დოკუმენტები

  • IMG3 - პროექტის ბიუჯეტი (ქართული და ინგლისური)
  • IMG4 – სამწლიანი ფინანსური პროგნოზი (ქართული და ინგლისური)
  • აპლიკანტის (თანა-აპლიკანტების, ასეთის არსებიბის შემთხვევაში) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და/ან შესაბამისი კანონი საჯარო პირი თანააპლიკანტების შემთხვევაში
  • ძირითადი პერსონალის ავტობიოგრაფიები (CV) და/ან სამუშაოს აღწერები (ToR) - არაუმეტეს ხუთისა
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ განმცხადებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი ან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაცია