გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
  • ID ST_2
  • თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
  • დაწყების თარიღი: 27 ნოემბერი 2018
  • დასრულების დრო: 28 დეკემბერი 2018 23:59
  • დარჩენილი დღეები: 10

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 100’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 დეკემბერს

 

 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო (ინგლისური)
  • თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო (ქართული)
  • დანართი MG1 - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6 - ფინანსური ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6a - კვარტალური პროექტის განხორციელების ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6b - საბოლოო პროექტის განხორციელების ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG7 - შესყიდვების ფორმები (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG8 - თანხის მოთხოვნის განაცხადის ფორმა (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG9 - საგრანტო დაფინანსების ხელშეკრულება (ქართული და ინგლისური)
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება #1-1/73
  • ინსტრუქია: განაცხადის შეტანა საგრანტო პორტალის საშუალებით
  • დანართი MG5 - აპლიკანტის განცხადება

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • MG3 - პროექტის ბიუჯეტი (ქართული და ინგლისური)
  • MG4 – ხუთ წლიანი ფინანსური პროგნოზი (ქართული და ინგლისური)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • ძირითადი პერსონალის ავტობიოგრაფიები (CV) და/ან სამუშაოს აღწერები (ToR) - არაუმეტეს ხუთისა
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ განმცხადებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი ან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაცია