გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
  • ID ST_1
  • თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
  • დაწყების თარიღი: 26 თებერვალი 2018
  • დასრულების დრო: 6 აპრილი 2018 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 100’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 6 აპრილი

საინფორმაციო დღეები ჩატარდება შემდეგ თარიღებსა და ქალაქებში:

თბილისი

26 თებერვალი, 2018, 19:00

ტექნოპარკი

მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7.

რუსთავი

27 თებერვალი, 2018, 11:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: კოსტავას ქ. 22

თელავი

28 თებერვალი, 2018, 12:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. 3

გორი

1 მარტი, 2018, 12:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: სტალინის ქ. 7

ახალციხე

2 მარტი, 2018, 13:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: მანველიშვილის ქ. 19

ქუთაისი

5 მარტი, 2018, 14:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: პუშკინის ქ. 6

ზუგდიდი

6 მარტი, 2018, 11:00

ზუგდიდის ტექნოპარკი

მისამართი: ლაღიძის ქ. 2

ოზურგეთი

6 მარტი, 2018, 15:30

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 14

ბათუმი

7 მარტი, 2018, 10:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. 62/64

კითხვა-პასუხის სესიები ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7) ჩატარდება შემდეგი განრიგის მიხედვით:

9 მარტი, 19:00,

16 მარტი, 19:00,

23 მარტი, 19:00,

30 მარტი, 19:00.

 

კითხვა-პასუხი
დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო (ინგლისური)
  • თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო (ქართული)
  • დანართი MG1 - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6 - ფინანსური ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6a - კვარტალური პროექტის განხორციელების ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG6b - საბოლოო პროექტის განხორციელების ანგარიში (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG7 - შესყიდვების ფორმები (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG8 - თანხის მოთხოვნის განაცხადის ფორმა (ქართული და ინგლისური)
  • დანართი MG9 - საგრანტო დაფინანსების ხელშეკრულება (ქართული და ინგლისური)
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება #1-1/73
  • ინსტრუქია: განაცხადის შეტანა საგრანტო პორტალის საშუალებით

წარსადგენი დოკუმენტები

  • MG3 - პროექტის ბიუჯეტი (ქართული და ინგლისური)
  • MG4 – ხუთ წლიანი ფინანსური პროგნოზი (ქართული და ინგლისური)
  • MG5 - აპლიკანტის განცხადება (ქართული)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • ძირითადი პერსონალის ავტობიოგრაფიები (CV) და/ან სამუშაოს აღწერები (ToR) - არაუმეტეს ხუთისა
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ განმცხადებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი ან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაცია