გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ტექნოლოგიური კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • ID TW_2
  • ტექნოლოგიური კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • დაწყების თარიღი: 21 აპრილი 2023
  • დასრულების დრო: 1 მაისი 2023 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქ. გორში, ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა ცხადდება. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და  გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობით და ნივთების ინტერნეტის (IoT), ხელოვნური ინტელექტის (AI), eCommerce, WEB და Mobile დეველოპმენტით. სემინარებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტიდან და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებიდან, სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.

 

ტექნოლოგიური კვირეულის მთავარი მიზნებია:

  • რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, იდეების შემუშავებისა და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები.
  • მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე.
  • რეგიონებში და განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება
  • წარმატებული სტარტაპების მაგალითზე, ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების დამყარება და მათთვის თანამშრომლობის უპირატესობების დემონსტრაცია. 
  • რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ტექნოლოგიური კვირეულის  პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების მონაწილეობა   სააგენტოს  მიერ ინიცირებულ  რეგიონულ  საგრანტო პროგრამებში.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • პროექტის აღწერა

წარსადგენი დოკუმენტები

  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • ბიუჯეტის ფორმა