Grants

General Information
Competition for Tech Weeks Project Execution
  • ID TW_2
  • Competition for Tech Week Project Execution
  • Start Date: 21 April 2023
  • Deadline: 1 May 2023 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება ტექნოლოგიური კვირეულის  პროგრამა ქ. გორში, ახალგაზრდებისთვის. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და  გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში ახალგაზრდების მაქსიმალურად დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობით და პარალელურად ნივთების ინტერნეტის (IoT), ხელოვნური ინტელექტის (AI), eCommerce, WEB და Mobile დეველოპმენტის განვითარების მნიშვნელობით, პრაქტიკებით და ამის საფუძველზე  ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე.

 

ტექნოლოგიური კვირეულის   უმთავრესი მიზნებია:

  • რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ადამიანებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირებისა და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები.
  • მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე.
  • რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების უფრო აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება
  • ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების გაჩენა და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობების დემონსტრაცია,  წარმატებული სტარტაპების მაგალითზე
  • რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა. ტექნოლოგიური კვირებულის  პროგრამა გავლილი ბენეფიციარების მონაწილეობა   სააგენტოს  მიერ ინიცირებულ  რეგიონულ  საგრანტო პროგრამებში.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.

Documents

Documents for Information

  • პროექტის აღწერა

Documents to be submitted

  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • ბიუჯეტის ფორმა