„ქოუჩინგი“ - ერთკვირიანი ტრენინგი ფინალისტებისთვის დასრულდა

19 თებერვალი 2019

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ტრენინგების ეტაპი დასრულდა. 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ:

იან მაკფერსონი - ეკონომისტი;
ანტონიო კოლადო - CARSA- უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი;
დავიდ ვიდალი - კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი;
ფრენკ ჰენიგანი - მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით;
დავით ჩეჩელაშვილი - ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი.

ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 22 თებერვალს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.