40 ტექნოლოგიური სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგება

29 იანვარი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი 21-22 თებერვალს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგება. სულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 135 განაცხადი, რომლებიც შეფასებულ იქნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპებისთვის 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7) გაიმართება ტრენინგები. ტრენინგის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ქოუჩები) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ, 22 თებერვალს გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების,  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებას. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.

წარმოგიდგენთ ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს და მათ ქულებს.

გთხოვთ იხილოთ იმ პროექტების სია და ქულები რომელთაც ვერ გადალახეს შეფასების მეორე ეტაპი.