📍 18-20 მარტს ვარშავაში Wolves Summit by Wolves Gate - ის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და 50 სტარტაპ აქსელერატორი დაესწრო.
👥 სამიტზე მიწვეული იყო ქართული სტარტაპიUnleash AR, რომელმაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამგზავრო გრანტი მოიპოვა და დაესწრო ღონისძიებას. Unleash ARინოვაციური სტარტაპია, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებული/შერეული რეალობის ინდუსტრიის შეცვლას მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. Unleash AR რამდენიმე თვეში დაასრულებს პირველად Software Development Kit-ს, რომელსაც ექნება სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა Object Detection, ICR/OCR, Gesture Recognition და სხვა.
🤝 სამიტის განმავლობაში Unleash AR-მა არაერთი შეხვედრა გამართა და ყველაზე აქტუალურ სტარტაპად დასახელდა.
👏 Unleash AR- ის დამფუძნებლები შეხვდნენ ისეთ ცნობილ კომპანიებს როგორიცაა: Porsche,Techstars, StartupBootcamp, ABB, MIT, Raiffeisen Bank, Almaz Capital, 360 lab, Fidiasz, Beesfund, PARP და სხვა.
💫 ქართულმა სტარტაპმა დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორებში. ამ ეტაპზე Venture Capital-ის ორი ფონდი მზად არის ინვესტირებისათვის, ექვსმა სტარტაპ აქსელერატორმა მიიწვია Unleash AR და 14 საინვესტიციო ფონდი ელოდება მათგან დამატებით დეტალებსა და MVP-ს. Unleash AR - ის გუნდი ერთი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიებთან განაგრძობს თანამშრომლობას.