საერთაშორისო ტენდერი 3000 ICT სპეციალისტის გადასამზადებლად

4 ივლისი 2019

2019 წლის 4 ივლისს, გაიხსნა საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს. ტენდერის შედეგად შეირჩევა კომპანია, რომელიც გადაამზადებს სპეციალისტებს და დაეხმარება მათ მოიპოვონ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ მენეჯმენტის, დიაზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას. ICT სფეროს გარდა სწავლება ასევე მოიცავს 200-მდე პროექტის მართვისა და პროდუქტის მენეჯმენტის სპეციალისტის გადამზადებას.

ტენდერის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://gita.gov.ge/geo/list/show/347-interesta-gamokhatva-ICT-treningebis-chatarebaze . ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2019 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.