პროექტის "Travel Guide App" ფარგლებში შეიქმნა მობილური აპლიკაცია iOS და Android პლატფორმებისათვის

28 დეკემბერი 2017

Travel Guide App არის ტურისტული მობილური აპლიკაცია, რომელმაც ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბაციის 6-თვიანი პროგრამა  გაიარა. პროგრამის ფარგლებში, სტარტაპის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდათ ტრეინინგები, მათ შორის: პროექტის დაგეგმვასა და მართვაში, ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნესის მოდელირებასა და პრეზენტაციაში. გუნდმა, ასევე, მოიპოვა 5000-ლარიანი  მცირე გრანტი, რის შედეგადაც აპლიკაცია ბაზარზე გამოვიდა.

Travel Guide App არის ჯიბის ერთგვარი პერსონალური ტურისტული გზამკვლევი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს, შეუძლია სამ ენაზე აირჩიოს სასურველი ქალაქის ტური. ამ ეტაპზე აპლიკაციაში შეყვანილია შემდეგი ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რომი და ფლორენცია. უახლოეს პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება: პარიზი, პრაღა და ბარსელონა. ინოვაციური აპლიკაციის დახმარებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია  მოისმინოს მისთვის სასურველი ღირსშესანიშნაობების ისტორია და მუზეუმების შესახებ მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია.

ამასთან, მომხმარებელი შეძლებს მოიძიოს საუკეთესო სასტუმროები, რესტორნები და სხვა ტურისტული ობიექტები საქართველოსა და ევროპის დიდ ქალაქებში.  აპლიკაცია iOS და Android პლატფორმებისათვის არის განკუთვნილი.  Travel Guide App მუშაობს ინტერნეტის მხარდაჭერის გარეშეც.

აპლიკაციის გადმოსაწერად, გადადით შემდეგ ბმულებზე:

Play Store

App Store

„ტექნოპარკისგან მიღებული მცირე გრანტის დახმარებით, შევძელით დაგვემზადებინა  პროდუქტის დიზაინი და შეგვექმნა აპლიკაცია iOS და Android პლატფორმებისათვის, რამაც ჩვენი იდეა რეალობად აქცია. დღეს ბევრი მიზანი და გეგმა გვაქვს, რომელთა განსახორციელებლად ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს“. განაცხადა Travel Guide App-დამფუძნებელმა გუჯა ნარიმანაშვილმა.