100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო დღეები თბილისსა და რეგიონებში

4 დეკემბერი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში მიმდინარე თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ კომპანიებს და ინოვატორებს. კერძოდ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამა გულისხმობს 100 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტს.

საგრანტო პროგრამების მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შედგენს 10%-ს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ საინფორმაციო დღეებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია საგრანტო პროგრამების შესახებ, მოისმინონ პასუხები პროგრამის გარშემო არსებულ კითხვებზე, რაც მათ დაეხმარება კონკურსში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

თბილისში საინფორმაციო დღეები ტარდება ყოველ ხუთშაბათს 19:00 საათზე 26 დეკემბრის ჩათვლით.

 საინფორმაციო დღეები რეგიონებში კი შემდეგი განრიგით ჩატარდება:

 

თარიღი და დრო

ქალაქი

ადგილი

9 დეკემბერი ორშაბათი 11:00

ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9 დეკემბერი, ორშაბათი,  15:30

ზუგდიდი

ტექნოპარკი, ზუგდიდი

10 დეკემბერი, სამშაბათი, 11:00

ქუთაისი

ქუთაისის, ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი

11 დეკემბერი, ოთხშაბათი, 13:00

თელავი

თელავის ტექნოპარკი