650 000-ლარიანი გრანტების საინფორმაციო შეხვედრა 19:00

18 ივლისი 2019

650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 25 ივლისს,  19:00 საათზე თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო დღე ჩატარდება. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრებს გაუძღვებიან თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კოორდინატორები თამარ ჭელიძე და გიორგი ბაგაშვილი.

დასწრება თავისუფალია.