100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ფარგლებში თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო დღე ჩატარდება

6 ივნისი 2019

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 10 ივნისს, 19:00საათზე თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო დღე ჩატარდება. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრებს გაუძღვება თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კოორდინატორი თამარ ჭელიძე.

დასწრება თავისუფალია.