650 000-ლარიანი გრანტები ინოვაციების მიმართულებით

21 მაისი 2019

22 მაისს, 19:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე საქართველოს „ტექნოპარკში“ გახსნის ახალ, თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამას ინოვაციების მიმართულებით. პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართელოსთან.

თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამა გაიხსნება 2019 წლის 22 მაისს და გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში.

ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო

ინფორმაცია პროექტის შესახებ