თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო დღეები ჩატარდება

4 დეკემბერი 2018

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 29 ნოემბერს თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო დღე ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მონაწილეობის შესახებ.

საინფორმაციო დღეები საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში გაიმართება:

11 დეკემბერი, 12:00 თელავის ტექნოპარკი

12 დეკემბერი, 14:00  ქუთაისის უნივერსიტეტი

13 დეკემბერი, 11:00   ბათუმის უნივერსიტეტი

13 დეკემბერი, 15:00   ზუგდიდის ტექნოპარკი

საინფორმაციო შეხვედრებს გაუძღვება თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კოორდინატორი თამარ ჭელიძე.

დასწრება თავისუფალია.