თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპის ვინაობა ცნობილია

15 აგვისტო 2019

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია. 2-3 სექტემბერს 100 000-ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. სულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა განაცხადების რეკორდული რაოდენობა და 195-მა აპლიკანტმა გამოხატა ინტერესი საგრანტო კონკურსის მიმართ. მათგან 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფსების ეტაპი. შესაბამისად, ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი.

უკლებლივ ყველა, 195-ვე აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა შევიდეს პორტალზე, სადაც პირად გვერდზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც შეფასებისა და მიღებული ქულების, ასევე - ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით 8:30-დან 18:00 საათამდე საქართველოს ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7) გაივლის სპეციალურ ტრენინგს, რომლის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ე. წ. „ქოუჩები“) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ კი, 3 სექტემბერს გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები. თითოეული მათგანი მიიღებს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას 100 000 ლარამდე ოდენობით.

იხილეთ სტარტაპების შეფასების ცხრილი ქულებით. ცხრილში მოცემული პირველი 41 პროექტი გადავიდა ფინალში.