თანადაფინანსების გრანტების პროგრამა - საინფორმაციო დღეები თბილისსა და რეგიონებში

20 ივნისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს როგორც ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ, ასევე - მზარდ ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებს. კერძოდ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამები მოიცავს 100 000-ლარიან და 650 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტებს.

საგრანტო პროგრამების მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შედგენს 10%-ს.

650 000-ლარიანი ინოვაციური გრანტი შეუძლია მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა სულ მცირე ერთი წლის ასაკის მქონე კომპანიამ. თანადაფინანსების მოცულობა აღნიშნული გრანტის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 50%-ს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ საინფორმაციო დღეებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია საგრანტო პროგრამების შესახებ, მოისმინონ პასუხები პროგრამის გარშემო არსებულ კითხვებზე, რაც მათ დაეხმარება კონკურსში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

 

საინფორმაციო დღეები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

თარიღი და დრო

ქალაქი

ადგილი

10 ივნისი, ორშაბათი 19:00

თბილისი

ტექნოპარკი, ოქროყანა, 100 000-ლარიანი სტარტაპ-გრანტები

18 ივნისი, სამშაბათი,  19:00

თბილისი

ტექნოპარკი, ოქროყანა, 650 000-ლარიანი  ინოვაციური გრანტები

19 ივნისი, ოთხშაბათი, 11:00

თელავი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი

20 ივნისი, ხუთშაბათი, 14:00

ქუთაისი

ქუთაისის, ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი

21 ივნისი, პარასკევი, 10:00

ზუგდიდი

ტექნოპარკი, ზუგდიდი

 

 

 

21 ივნისი, პარასკევი, 15:00

ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი