გამარჯვებული 17 სტარტაპისათვის მენტორინგი დაიწყო

16 ოქტომბერი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 17 სტარტაპისათვის მენტორინგი დაიწყო. ამერიკული კომპანია Innovative Venture 3 თვის განმავლობაში ითანამშრომლებს სტარტაპებთან. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე - კონკრეტულ დარგში ბიზნეს-აქტივობის მიმართულებით. აღნიშნული კი საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა.

2018 წლის მაისში გამოვლენილმა 17-მა სტარტაპმა 100 ათასი ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. გამარჯვებული სტარტაპებია:

• Global Health - ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით გლობალური ჯანდაცვის პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ახალი მეთოდოლოგიის ინტეგრაცია
• Mostat - WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის
• STYX TMS - ონლაინ პლატფორმა გადაზიდვებისთვის
• Ur app - კონტაქტების ცნობარი.
• Smart Cloud Banking - სტარტაპი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისონ მცირე ბიზნესის სეგმენტი პლათფორმის ციფრული არხების გამოყენებით
• Traktor - ჭკვიანი დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში
• Spy Recipe - ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით.
• Insurance Tools - ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა
• Eve Grower - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით.
• Influence Georgia - მარკეტინგის კომპანია აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან
• Doers - ყველა მომსახურება გამარტივებული გამოძახებით
• Vrex - აკავშირებს ადამიანებს ადგილებთან, ვირტუალური რეალობის მეშვეობით და ეხმარება ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში. 
• Anima Chatbotics - პლატფორმა ახალი ტიპის ჩეთბოტებისთვის. პროექტი ქმნის პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ ციფრული პერსონალობა.
• Wine Finder - სტარტაპი ეხმარება ღვინის ენთუზიასტებს იპოვონ მათი ოცნების ღვინო.
• New Technology For Diagnostics Oil Tanks - ნავთობის და ნავთობპროდუქტების ავზების სავალდებულო დიაგნოსტიკის ახალი უნიკალური ტექნოლოგია
• LawBot - პირველი ქართული იურისტი ბოტი;
• Hostel Pro - უძრავი ქონების მართვის სისტემა