20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლენილია

25 თებერვალი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გამარჯვებული სტარტაპები არიან:

• TTM - Total Traffic Management - ავტომობილის სიჩქარის შემზღუდავი ჭკვიანი მოწყობილობა. 
• Building Management System - სამშენებლო მართვის სისტემა BMS.
• Elven Technologies - მეხანძრის ცეცხლგაუმტარი, მსუბუქი და მაღალტენოლოგიური უნიფორმა. საგრძნობლად ზრდის ცეცხლის ჩაქრობისა და ხანძრის მსხვეპლის გადარჩენის შესაძლებლობებს. 
• Optio Discovery - კლიენტების ხარჯვითი ქცევის ანალიზის ღრუბლოვანი სერვისი
• Smart Bicycle - ჭკვიანი ველოსიპედი - ველოსიპედზე მორგებული, ენერგოეფექტური და ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ამცირებს ველოსიპედის მოპარვის რისკებს.
• MyDoc - ჯანდაცვის ორმხრივი ციფრული პლატფორმა, “სამედიცინო მესენჯერი”, რომელიც საშუალებას მოგვცემს ხარისხიანად, სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელდეს მკურნალობის პროცესი.
• Eventals - ღონისძიებების დაგეგმვის პლატფორმა, რომელიც „ერთი სარკმლის პრინციპით“ ღონისძიების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. 
• iSnipe - ონლაინ აუქციონებზე ბიდინგის სერვისი. ის აუქციონებზე მომხმარებლის მაგივრად იღებს მონაწილეობას და საუკეთესო ბიდინგის სტრატეგიის გამოყენებით მოგების შანსებს მაქსიმუმამდე ზრდის.
• e-commerce platform B2C - ელექტრონული კომპერციის პლატფორმა საშუალებას აძლევს მეწარმეს მარტივად, დამოუკიდებლად შექმნას სრულყოფილი ონლაინ მაღაზია.
• Stack - ალტერნატიული ინტერნეტ ბრაუზერი. ინტერნეტ ბრაუზერის კომერციალიზაციის მიზნით საქართველოში პროგრამისტების ჯგუფის ჩამოყალიბება და ფასიანი ფუნქციონალის შემუშავება.
• Tourbuilder - ტუროპერატორული საქმიანობის მართვის პროგრამული პლატფორმა.
• Play To Learn - თამაშზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმა
• www.cardeal.ge - ავტო-იმპორტთან დაკავშირებული პროცესების სრული ონლაინ ეკოსისტემა, ყველა სერვისი -ერთი ფანჯრის პრინციპი.
• CARU-s platform - ავტომობილის შეკეთების პლატფორმა, ავტო-ასისტენტის გამოძახების შესაძლებლობით
• Skitty - NFC დროებითი ტატუ მფლობელს აძლევს საშუალებას გადაიხადოს POS ტერმინალებზე, მასში ჩაწეროს სხვადასხვა ორგანიზაციის საშვი თუ აბონიმენტი
• Carbrb - ავტომობილების Peer-to-Peer პლატფორმული ეკოსისტემა, რომელიც აკავშირებს მანქანის გამქირავებელსა და დამქირავებელს
• Daraba - ქართული ხელოვნების ვებგვერდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვას გლობალურად
• AgroLab - აგრო მიმართულების ლაბორატორიის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო საქმიანობას
• Mention Analytics - ინფორმაციის ანალიზი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით 
• Mandarini - უცხოელი მომხმარებლებისა და ქართველი მეწარმეების დამაკავშირებელი პლატფორმა