გამარჯვებული კომპანიის ,,კნიქის’’ პრეზენტაცია

23 ნოემბერი 2017

ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით ,,სტარტაპ საქართველოს’’ გამარჯვებული კომპანიის ,,კნიქის’’ პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიების მიზანი იყო დაინტერესებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაცნობოდნენ ახალ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს. პრეზენტაციაზე სტუმრებმა მოისმინეს პროდუქტის შექმნის ისტორია, როგორ გაჩნდა კნიქის შექმნის იდეა და განვითარების რა ეტაპზეა დღეს კომპანია.

ჭკვიანი ბეჭედი - „კნიქი“ პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტია, რომელიც დამზადებულია ეგზოტიკური ხისგან. ბეჭედს ემაგრება სხვადასხვა დაწესებულებების საშვები. მისი მეშვეობით შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით, სამსახურში, სასწავლებლებში, სპორტდარბაზებსა თუ ფიტნესკლუბებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესვლა. ბეჭედს ემაგრება ასევე კინოს, თეატრის კონცერტისა თუ სხვა ღონისძიებების ბილეთები.

კნიქის ბეჭედის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი, ოფიციალური საიტის მეშვეობით.