აქციე იდეა რეალობად! - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას იწყებს

26 თებერვალი 2018

018 წლის 26 თებერვლიდან, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა იწყება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ ის ინოვაციური იდეები, რომლის სისრულეში მოყვანას, ფინანსური რესურსი სჭირდება.

ინოვაციებზე დაფუძნებული სტარტაპები მიიღებენ 100 000 ლარამდე დაფინანსებას.

ბიზნესის სტიმულირების მეთოდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია აპრობირებული, ტექნოლოგიური პროგრესის საუკეთესო ინსტრუმენტია.

26 თებერვალს 19:00 საათზე ტექნოპარკში, Gita’s Matching Grants პროგრამის ღია კარის დღე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 00 44 82.