2017 წლის მაისში სტარპატმა WiFisher-მა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო კერძო საინვესტიციო კომპანიის Black Smith Global LTD-ის ინვესტორთა ყოველწლიურ შეხვედრაში. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მსოფლიოს მასშტაბით, სწრაფად მზარდი და მომგებიანი სტარტაპების საქმიანობის გაცნობა მომავალში ინვესტირების მიზნით.
აღნიშნულ შეხვედრაზე WiFisher-ის წარმომადგენლები, ნოდარ ივანიძე და დავით ხოსროშვილი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ სტარტაპის და მისი პროდუქტის შესახებ. WiFisher არის WiFi რეკლამის პლატფორმა, ის აძლევს კომპანიებს საშუალებას WiFi-ს მეშვეობით განათავსოს რეკლამა კაფეებში, რესტორნებში, აეროპორტებში და ა.შ.
„რამოდენიმე თვიანი მოლაპარაკების შედეგად, აღნიშნულ შეხვედრაზე Blacksmith Global-იდან მივიღეთ დასტური 0.5 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ბიზნესის სხვა ქვეყნებში გასაფართოვებლად. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს 2020 წლისათვის ინვესტიციის მეორე ეტაპის მისახებად,“ აღნიშნა WiFisher-ის დირექტორმა ნოდარი ივანიძემ.
მცირე გრანტით დაფინანსდა WiFisher-ის წარმომადგენლების სამგზავრო (თვითმფრინავის) ბილეთი 2400 ლარის ოდენობით.