ზამთარის სეზონზე ცენტრალური გათბობის სისტემის მომხმარებლის 70%-ი შემოსავლის 20%-ს, ხარჯავს ბუნებრივი აირის გადასახადში.
პაატა კვესელავამ და მისმა გუნდმა შექმნა Wi-fi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის. Mostat-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგია 16-39%. გათბობის სისტემა მართვადია ნებისმიერი ლოკაციიდან სმარტფონის ან სხვა გაჯეტების საშუალებით. თავსებადია საქართველოში არსებულ ქვაბების 90% თან. არ საჭიროებს ქვაბსა და ოთახის ტემპერატურის სენსორს შორის დამატებით შუალედური (კაბელები) კავშირს. ინსტალაცის დრო 30 წუთია.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა საცხოვრებელ ან კომერციულ ფართში გაწეროს გათბობის დეტალური გრაფიკი საათებისა და დღეების მიხედვით, მიიღოს დეტალური სტატისტიკა თუ რა დროში თბება ან ეცემა ფართში ტემპერატურა. Mostat-ის თერმოსტატი აღჭურვილია შიდა ტემპერატურის ტენიანობის და გარე ტემპერატურის სენსორებით.
„5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტი დაგვეხმარა ოთახის ტემპერატურის და ტენიანობის სენსორის პროტოტიპირებაში“. ამბობს, პროექტის ავტორი პაატა კვესელავა.