MarsIn ნანოტექნოლოგიური რობოტი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად მარსის ზედაპირზე სიარულისთვის

28 დეკემბერი 2017

პროექტი სახელად MarsIn ითვალისწინებს მარსის მისიებში ჩართვას და მისი ზედაპირის კვლევას, ეს არის ნანოტექნოლოგიური რობოტი რომელიც სპეციალურად განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სიარულითვისრობოტს გააჩნია გადაადგილების 4 რეჟიმი, ასევე თავდაცვისა და სპეციალური სიტუაციების 2 რეჟიმირობოტი ასევე აღჭურვილია მარსის ნიადაგში შემცველი წყლის რაოდენობის დეტექტორით და ამ ნიადაგის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აღმომჩენი სენსორით.

გარდა ამისა, რობოტს შეუძლია ჩაატაროს სპექტრული ანალიზი და ამის საშუალებით აღმოაჩინოს მარსზე სასიცოცხლო პირობებისთვის საჭირო ნივთიერებები.

MarsIn ხელს შეუწყობს მარსის კარტოგრაფიულ კვლევას როგორც მონახაზებით ასევე სხვადასხვა სურათებით.

 

"NASA და SpaceX- აქტიურად ეძებენ მსგავსი ტიპის პროექტებს და ცდილობენ მათ განვითარებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ასეთი დიდ კომპანიების თვალში მოვხვდეთმიზნის მიღწევაში კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დიდი წვლილია, სწორედ, სააგენტო გვეხმარება ფინანსურად და სხვადასხვა სახის მენტორშიფსაც გვიწევს". განაცხადა პროექტის ავტორმა ნიკოლოზ დევაშვილმა.