IFC-ის დაუშვებელ საქმიანობათა სია

21 თებერვალი 2018
  • ისეთი პროდუქტის ან საქმიანობის წარმოება ან ვაჭრობა, რომელიც უკანონოდ ითვლება მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით,  რეგულაციებით, ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ან ექვემდებარება საერთაშორისო აკრძალვას, როგორიცაა მედიკამენტები, პესტიციდები/ჰერბიციდები, ოზონდამშლელი ნივთიერებები, პოლიქლორირებული ბიფენილები (PCBs), ველური ბუნება ან პროდუქტები, რომლებიც რეგულირდება  CITES-ით.
  • იარაღის ან საბრძოლო მასალის წარმოება ან ვაჭრობა
  • ალკოჰოლური სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინის) წარმოება ან ვაჭრობა
  • თამბაქოს წარმოება ან ვაჭრობა  
  • აზარტული თამაშები, კაზინო და ანალოგიური საწარმოები
  • რადიოაქტიური მასალების (ეს არ ვრცელდება სამედიცინო აღჭურვილობის, ხარისხის კონტროლის (საზომი) აპარატურის და ისეთი ტექნიკის შეძენაზე, სადაც IFC მიიჩნევს, რომ რადიოაქტიური წყარო არის უმნიშვნელოდ მცირე ან/და ადექვატურად დაცული) წარმოება ან ვაჭრობა.
  • არაშეკავშირებული აზბესტის ბოჭკოების წარმოება ან ვაჭრობა. ეს არ ეხება შეკავშირებული აზბესტის ცემენტის ფურცლის შეძენას  და გამოყენებას,  სადაც აზბესტის შემცველობა 20%–ზე ნაკლებია.
  • გადასაგდები ბადით თევზაობა საზღვაო აკვატორიაში თუ ბადის სიგრძე აღემატება 2.5 კილომეტრს.
  • იძულებითი ან არასრულწლოვანთა 1 საზიანო ან ექსპლუატატორული შრომის შემცველი წარმოება ან საქმიანობა 
  • კომერციული მიზნით ხის ჭრის ოპერაციები ბუნებრივ ტროპიკულ ტენიან ტყეებში
  • ხისა და სხვა სატყეო მასალების წარმოება ან ვაჭრობა, მდგრადი განვითარების პრინციპით მართვადი ტყის რესურსების გარდა,
  • საშიში ქიმიური ნივთიერებების მნიშვნელოვანი მოცულობის წარმოება, შენახვა ან ვაჭრობა, ან ტრანსპორტირება, ან საშიში ქიმიური ნივთიერებების კომერციული მასშტაბით გამოყენება (მათ შორის ბენზინი, ნავთი და სხვა ნავთობპროდუქტები). 
  • https://grants.gov.ge/ka/მედიაცენტრი/სიახლეები/ifc-ის-დაუშვებელ-საქმიანობათა