CRDF Global-ის და GRDF-ის სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

23 ნოემბერი 2017

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აშშ-ს ორგანიზაცია CRDF Global-ის და საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაციის GRDF-ს ერთობლივი ორგანიზებით გამართული სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I-II ადგილი კომპანიებმა lingwing-ი და Phage Nutraceuticals-მა დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსანტი ინოვაციების სააგენტოს პროგრამა სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიური ნაწილის 2016 წლის გამარჯვებულები არიან.

კონკურსი ყოველწლიურად სამეცნიერო მიმართულების სტარტაპების პროდუქტების კომერციალზაციის მიზნით ტარდება.

სტარტაპ კონკურსის ფარგლებში აშშ-ს მხარემ კონკურსის სრული პროცესი დააფინანსა. გამარჯვებული სტარტაპებისათვის, ასევე გაიცა გრანტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტის ფარგლებში მოხდა განაცხადების წარდგენა, რის საფუძველზეც შედგა საგრანტო კომისია. აღნიშნული სტარტაპების პრეზენტაციები ტექნოპარკში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპეციალურად სტარტაპ კონკურსისთვის საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟიურის წევრები ესტუმრნენ, რომლებმაც შეფასებასთან ერთად სტარტაპებს ორ-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.