100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების საინფორმაციო შეხვედრა 19:00

5 დეკემბერი 2019 - 5 დეკემბერი 2019

ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, 19:00 თბილისის ტექნოპარკში გაიმართება 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრები იმართება ყოველ ხუთშაბათს.

თანადაფინანსების სტარტაპ-გრანტების პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდა კომპანიებს და ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მეტი ინფორმაცია პროგრამისა და კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება წარმოადგინონ სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადები.