650 000-ლარიანი გრანტების საინფორმაციო შეხვედრა 19:00

23 იანვარი 2020 - 23 იანვარი 2020

ხუთშაბათს, 23 იანვარს, 19:00 საათზე თბილისის ტექნოპარკში გაიმართება 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრები იმართება ყოველ მეორე ხუთშაბათს. საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ კომპანიებს და კონსორციუმებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღონ პასუხები  კითხვებზე, რაც მათ დაეხმარება წარმოადგინონ სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადები.