- ინოვაციურობა;
- პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
- პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
- საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;
- საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.
საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორატლის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.