გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის
  • ID SGI_9
  • მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის-სამგზავრო
  • დაწყების თარიღი: 1 მარტი 2018
  • დასრულების დრო: 31 მარტი 2018 23:59

5000 ლარის ფარგლებში სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით,  რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.

 

სამგზავრო მიმართულებით მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტი;
  2. ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;
  3. ღონისძიების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებელი;
  4. სტარტაპის წარმატების პერსპექტივა;
  5. ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
  6. საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

 

სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

  • კონფერენცია;
  • კონგრესი;
  • ფორუმი;
  • სიმპოზიუმი;
  • სამუშაო შეხვედრა;
  • კონკურსი;
  • ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ა.შ.)
  • სემინარი-ტრეინინგი;
  • დარგობრივი გამოფენა.

 

სააგენტოსგან გრანტის სახით მიღებული თანხის გამოყენება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:

  • საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის სარეგისტრაციო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
  • ტრანსპორტით ორმხრივი მგზავრობის ბილეთის შესაძენად;
  • სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად;
  • სავიზო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
  • საცხოვრებელი ფართობის დაქირავების საფასურის გადასახდელად.

 

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორატლის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • სამგზავრო გრანტის ბიუჯეტის ფორმა
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია - (CV, რეზიუმე)
  • (გუნდის წევრების ავტობიოგრაფიები (CV, რეზიუმეები)
  • ღონისძიების მოსაწვევი/ღონისძიებაზე რეგისტრაციის შესახებ ცნობა
  • სასტუმროს ჯავშანი (გრანტით საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯის დაფინანსების მოთხოვნისთვის)
  • ავია-ბილეთის ჯავშანი (გრანტით ავია ბილეთის დაფინანსების მოთხოვნისთვის)