5000 ლარის ფარგლებში სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.
სამგზავრო მიმართულებით მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტი;
- ღონისძიების მასშტაბურობა და მნიშვნელოვნობა;
- ღონისძიების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებელი;
- სტარტაპის წარმატების პერსპექტივა;
- ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.
სამგზავრო გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
- კონფერენცია;
- კონგრესი;
- ფორუმი;
- სიმპოზიუმი;
- სამუშაო შეხვედრა;
- კონკურსი;
- ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიება (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი და ა.შ.)
- სემინარი-ტრეინინგი;
- დარგობრივი გამოფენა.
სააგენტოსგან გრანტის სახით მიღებული თანხის გამოყენება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:
- საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის სარეგისტრაციო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
- ტრანსპორტით ორმხრივი მგზავრობის ბილეთის შესაძენად;
- სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად;
- სავიზო მოსაკრებელის საფასურის გადასახდელად;
- საცხოვრებელი ფართობის დაქირავების საფასურის გადასახდელად.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.
საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორატლის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.