გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_3
  • მცირე გრანტი მეწარმე სუბიექტებისთვის-ღონისძიების ორგანიზება
  • დაწყების თარიღი: 30 დეკემბერი 2017
  • დასრულების დრო: 31 იანვარი 2018 23:59

5000 ლარის ფარგლებში ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;

 

ღონისძიების ორგანიზებისთვის მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;
  2. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
  3. მედია დაფარვის პოტენციალი;
  4. გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
  6. საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

 

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

 

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთსსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63- ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესსდა საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორატლის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N63-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარის ფარგლებში გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტის ბიუჯეტის ფორმა
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან
  • მოწვეული ტრენერების/სპიკერების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე).
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე) ასეთის არსებობის შემთხვევაში