გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
  • ID IGFR_45
  • 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - რაჭა-ლეჩხუმი
  • დაწყების თარიღი: 18 მაისი 2026
  • დასრულების დრო: 17 ივნისი 2026 23:59
  • დარჩენილი დღეები: 14

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის " 

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

ა)  დამფუძნებლების კომპეტენციები; 

ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

 

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა: 

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელოთ აღნიშნულ რეგიონში.  

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე. 

გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში. 

წესები და პირობები:

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს        სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. 

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ჩაურიცხავს მოთხოვნილი ბიუჯეტის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტი გრანტის მიმღებმა საკუთარი სახსრებით უნდა გახარჯოს პროექტის ვადის დასრულებამდე.  აღნიშნული 10 პროცენტის ანაზღაურება ხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში.  

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გრანტის გაცემის წესი
  • გრანტის ანგარიშგების ინსტრუქცია
  • ხშირად დასმული კითხვები

წარსადგენი დოკუმენტები

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის რეზიუმე (CV)
  • გუნდის წევრების რეზიუმეები (სავალდებულოა, გუნდის წვრების არსებობის შემთხვევაში)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მშობლის თანხმობის წერილი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში)