საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "
მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სამეგრელოს რეგიონიდან.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში
-
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
-
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;
ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელოთ აღნიშნულ რეგიონში.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.
წესები და პირობები:
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ჩაურიცხავს მოთხოვნილი ბიუჯეტის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტი გრანტის მიმღებმა საკუთარი სახსრებით უნდა გახარჯოს პროექტის ვადის დასრულებამდე. აღნიშნული 10 პროცენტის ანაზღაურება ხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]