გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა
  • ID INAP_2027
  • ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა - Startupbootcamp, Plug and Play, 500, Founder Institute
  • დაწყების თარიღი: 3 ნოემბერი 2025
  • დასრულების დრო: 31 დეკემბერი 2026 12:42
  • დარჩენილი დღეები: 164

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2026 წლის იანვრიდან დაიწყო „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა". პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად - განახორციელებენ ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს იდეების ვალიდაციაში, მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში, ზრდის უზრუნველყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაში.

აქსელერაციის ერთწლიანი სრული ციკლი მოიცავს სამ ფაზას:

I ფაზა - 2-თვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდი შერჩეული სტარტაპებისთვის.

II ფაზა - 4-თვიანი პერიოდი, რომელიც ფოკუსირებულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნასა და დახვეწაზე, პროდუქტის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ამ ეტაპზე სტარტაპები იღებენ ინტენსიურ სწავლებასა და მენტორინგს. თითოეული სტარტაპი სააგენტოსგან მიიღებს 50,000 ლარის ოდენობის გრანტს.

III ფაზა - 6-თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში სტარტაპები იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას. ეს მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას, მომხმარებელთა ბაზის გაზრდასა და შემოსავლების გენერირების ოპტიმიზაციას. თითოეული სტარტაპი სააგენტოსგან მიიღებს 150,000 ლარის ოდენობის გრანტს.

პროგრამა სრულდა დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

2026 წლის იანვრიდან აქსელერაციის პროცესი დაიწყო Plug and Play და Startupbootcamp, ხოლო ივლისიდან პროგრამას შეუერთდნენ 500 Global და Founder Institute.

Startupbootcamp - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 2010 წლიდან დღემდე Startupbootcamp-მა განახორციელა 180-ზე მეტი სპეციალიზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. პორტფოლიო სტარტაპებს აქვს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით მოზიდული ინვესტიციები. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი.

Plug and Play - მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ-ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მატი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება.

500 Global - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით. 500 GITA-სთან პარტნიორობით 2020 წლიდან საქართველოში ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას რომელის 2026 წლის ივნისში დასრულდება, ხოლო 2022 წლიდან ვენჩურულ ინვესტირებას (ფონდის მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარი). ამ ეტაპზე 59 სტარტაპში აქვთ ინვესტიცია განხორციელებული 5.9 მლნ დოლარის ოდენობით.

Founder Institute - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

Startupbootcamp აქსელერატორზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.startupbootcamp.org/georgia . კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ Startupbootcamp-ს მეილზე - [email protected]

Plug and Play აქსელერატორზე ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.plugandplaytechcenter.com/innovation-services/our-programs/georgia-accelerator, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მეილზე - [email protected]

Founder Institute  2080 Ventures-თან ერთად მიმდინარე წელს განაცხადების მიღება დაასრულა აქსელერაციის პროგრამაზე.

განაცხადენის მიღება დაწყებულია ასევე 500 გლობალის აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპზე - MVP. განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://500.co/founders/eurasia/startup-academy#waitlist კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ მეილზე - [email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026

გისურვებთ წარმატებებს!

 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • პროგრამის სახელმძღვანელო