გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის - ბიზნეს იდეების შეფასება
  • ID STI_1
  • თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის - ბიზნეს იდეების შეფასება
  • დაწყების თარიღი: 15 თებერვალი 2023
  • დასრულების დრო: 1 მარტი 2023 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს 150’000 ლარს. მოთხოვნილი გრანტისს მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის პირველი მარტი.

 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • თანადაფინანსების გრანტების სახელმზღვანელო (ქართულ ენაზე)
  • თანადაფინანსების გრანტების სახელმზღვანელო (ინგლისურ ენაზე)
  • დანართი SMG1 - ბიზნეს იდეის ფორმა
  • დანართი SMG5 - აპლიკანტის განცხადება