გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
15000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა
  • ID SGP_9
  • 15 000 ლარამდე მცირე საგრანტო პროგრამა (პროტოტიპირება)
  • დაწყების თარიღი: 5 სექტემბერი 2022
  • დასრულების დრო: 5 ოქტომბერი 2022 23:59

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

პროტოტიპის შექმნის დაფინანსება

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის სერვისის პროტოტიპის შექმნა. გრანტის მიზანია შესაძლებელი გახადოს დაფინანსება საწყისს ეტაპზე, რათა პროექტის გუნდსჰქონდესშესაძლებლობა შექმნას პირველადი პროტოტიპი და შემდგომში იზრუნოს პროდუქტის/სერვისის განვითარებაზე. აღნიშნული ასევე დაეხმარება გუნდს კარგად მოემაზდოს უფრო დიდი დაფინანსების მოპოვებისთვის.

ჩვენ ვაფინანსებთ

პროტოტიპირებას, რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტებისთვის მოწყობილობების და კომპიუტერული პროგრამების შექმნას (15 000 ლარამდე თითოეული პროექტისთვის).

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას, ვინაიდან ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მასალები

  • მომსახურების შეძენა

დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • მარკეტინგი და PR;

  • საბრუნავი და ძირითადი საშუალებებისათვის; (კომპიუტერული თუ სხვა სახის ტექნიკა, ფართის ქირა); 

  • წარმოებისთვის საჭირო ხარჯები;

საგრანტო კონკურისის ფარგლებში განაცხადების მიღების დასრულებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დაფინანსების შესახებ.  

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;

ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;

გ) კონკურენტული უპირატესობა;

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • მცირე გრანტის გაცემის წესი
  • ხშირად დასმული კითხვები
  • პროტოტიპის გრანტის ბიზნეს გეგმის კითხვარი
  • განცხადების შაბლონი
  • პროექტის განხორციელების ანგარიში
  • ფინანსური ანგარიშის ფორმა

წარსადგენი დოკუმენტები

  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ( რეზიუმე/CV)
  • პრეზენტაცია (pitch deck)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • დამატებითი დოკუმენტაცია