გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_48
  • მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - პროტოტიპირება
  • დაწყების თარიღი: 1 მაისი 2019
  • დასრულების დრო: 31 მაისი 2019 00:01

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
  • ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  • ადგილობრივი ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას;

 

პროტოტიპის გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირება, დახვეწა ან/და გაუმჯობესება.

პროტოტიპი არის პროდუქტის პირველადი/ადრეული  ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად.

 

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. პროექტის ინოვაციურობა;
  2. პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
  3. პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
  4. საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთსსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N18- ბრძანებით დამტკიცებულ მცირე გრანტის გაცემის წესსდა საგრანტო პროგრამის პირობებსასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მცირე გრანტის გაცემის წესი.
  • პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის განცხადების შაბლონი
  • პროგრამული ანგარიშის ფორმა
  • ფინანსური ანგარიშის ფორმა

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • პროტოტიპის გეგმა/ნახაზი, ესკიზი (არსებობის შემთხვევაში)
  • ამონაწერი რეესტრიდან