გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_34
  • მცირე გრანტი მეწარმე სუბიექტებისთვის - პროტოტიპირება
  • დაწყების თარიღი: 31 დეკემბერი 2018
  • დასრულების დრო: 31 იანვარი 2019 00:00
5000 ლარამდე პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით,რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროტოტიპი არის პროდუქტის ადრეული, პირველადი ან/და წინასწარი ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის გამოსაცდელად და გამოცდის შედეგების შესასწავლად.პროტოტიპირება პროდუქტის განვითარების პროცესის ნაწილია და მისი მიზანია სამომავლო პროდუქტის დახვეწა კომერციალიზაციის მიზნით, რაც მის შემქმნელს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს პროდუქტის ფუნქციურ შესაძლებლობებში.
 
პროტოტიპირების მიმართულებით მცირე გრანტის საგრანტო პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  1. ინოვაციურობა;
  2. პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
  3. პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
  4. საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
  5.  საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;
  6. საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.
 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს N65-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარმდე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს N65-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ბიუჯეტის ფორმა
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • პროტოტიპის გეგმა/ნახაზი, ესკიზი (არსებობის შემთხვევაში)