გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის
  • ID SGE_26
  • მცირე გრანტი მეწარმე სუბიექტებისთვის-ღონისძიების ორგანიზება
  • დაწყების თარიღი: 1 აგვისტო 2018
  • დასრულების დრო: 31 აგვისტო 2018 23:59

5000 ლარამდე ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;

 

ღონისძიების ორგანიზებისთვის მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;
  2. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
  3. მედია დაფარვის პოტენციალი;
  4. გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
  6. საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

 

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

 

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 17 მაისის N47-ს ბრძანებით დამტკიცებულ 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 208 წლის 17 მაისის N47-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტის ბიუჯეტის ფორმა
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან
  • მოწვეული ტრენერების/სპიკერების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე).
  • განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე)
  • გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე) ასეთის არსებობის შემთხვევაში