- ინოვაციურობა;
- პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი;
- პროტოტიპის გამართული გეგმა/ნახაზი;
- საგრანტო პროექტის გამართული სამოქმედო გეგმა;
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება;
- საგრანტო პროექტის განმახორციელებელი ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევის პროექტები, ასევე პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებები არ დაფინანსდება.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.
საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებს ავანსის სახით ურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. დარჩენილი 10 პროცენტის გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 17 მაისს N47-ს ბრძანებით დამტკიცებულ 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესს“ და საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.