გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის
  • ID SGI_18
  • მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის-ღონისძიების ორგანიზება
  • დაწყების თარიღი: 23 მაისი 2018
  • დასრულების დრო: 30 ივნისი 2018 23:59

5000 ლარამდე ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;

ღონისძიების ორგანიზებისთვის მცირე გრანტის საპროექტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარება;
  2. ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
  3. მედია დაფარვის პოტენციალი;
  4. გამართული სამოქმედო გეგმა;
  5. ინდივიდის/გუნდის კომპეტენცია, გამოცდილება და მოტივაცია;
  6. საგრანტო პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერი დროის მონაკვეთში.

საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთსსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 17 მაისს N47-ს ბრძანებით დამტკიცებულ 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესსდა საგრანტო პროგრამის პირობებს, მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევს, ასევე პორტალის სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ გვერდზე.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 17 მაისს N47-ს ბრძანებით დამტკიცებული 5000 ლარამდე გრანტის გაცემის წესი
  • მცირე გრანტების პროგრამის გზამკვლევი

წარსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი/ბიზნეს გეგმა
  • ღონისძიების ორგანიზებისთვის გრანტის ბიუჯეტის ფორმა
  • პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლიც)
  • მოწვეული ტრენერების/სპიკერების შესახებ ინფორმაცია (CV, რეზიუმე).
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)
  • გუნდის წევრების ავტობიოგრაფიები (CV) ასეთის არსებობის შემთხვევაში