გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კვარტლის თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული თანხის მოთხოვნის განაცხადი (დანართი MG8) .
გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კვარტლის თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული თანხის მოთხოვნის განაცხადი (დანართი MG8) .
იმისათვის, რომ გაფორმდეს საგრანტო ხელშეკრულება, გამარჯვებულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. თანადაფინანსების ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება (მაგ.კაპიტალდაბანდება), სესხის ხელშეკრულება (მაგ. საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკებთან ან საფინანსო ორგანიზაციებთან, სასესხო ხელშეკრულებები), კომპანიის ფულადი შენატანი (მაგ, ფულადი სახსრების შემოდინება მიმდინარე ან მოსალოდნელი ბიზნეს ოპერაციებიდან) და სხვა ანალოგიური წყაროები);
2. ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
3. ბანკის მიზნობირივი ანგარიში, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს გრანტის და თანადაფინანსების რესურსები და არ იქნება სხვა რესურსების ბრუნვა, გარდა გრანტის და თანადაფინანსების თანხებისა;
4. GITA-სთან შეთანხმებული ბიუჯეტის ფაილი.
თანადაფინანსების თანხა გრანტის საბანკო ანგარიშზე ირიცხება იმ პროპორციით, რასაც ითვალისწინებს პროექტის ბიუჯეტი შესაბამისი კვერტლების მიხედვით.
თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა შესაბამის საგრანტო ანგარიშზე ხდება საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ - GITA-ს მიერ პირველი ტრანშის გადმორიცხვამდე.
კონკურის მიზნებისთვის პროქტის თანადაფინანსებად განიხილება მხოლოდ ფულადი რესურსები.
კერძო თანადაფინანსების არსებობა სავალდებულოა პროექტის ღირებულების (გრანტის და თანადაფინანსების ჯამის) სულ მცირე 50%-ის ოდენობით.
თანადაფინანსების არსებობის დოკუმენტური მტკიცებულების წარმოსადგენად გამარჯვებულ აპლიკანტებს ეძლევათ 3 თვის ვადა გამარჯვებულად გამოვლენის მომენტიდან.
არ არის სავალდებულო.
პროექტის ფარგლებში არამიზნობრივ ხარჯებად განიხილება:
1. ნებიესმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტიანვალი;
2. გაუთვალისწინებელი ხარჯები ან რეზერვები შესაძლო მომავალი დანაკარგებისა ანდავალიანებებისათვის;
3. დღგ-ს6, მოგების და იმპორტის გადასახადი იმ შეღავათების შესაბამისად, რაც ბენეფიციარებისათვის არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში.
4. ბიუჯეტის ის პუნქტები, რომელიც უკვე დაფინანსებულია სხვა სტრუქტურის, პროგრამის ან კომპანიის/დაწესებულების მეშვეობით (ორმაგი დაფინანსების თავიდან აცილება);
5. კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული დანაკარგები, აგრეთვე მოსაკრებლები და ჯარიმები;
გართობისადა წარმომადგენლობითი ხარჯები;
7. ადგილმონაცვლეობის ხარჯები ან შეწირულობები;
8. ზემოთ ჩამოთვლი პუნქტებთან ერთად, სავალდებულო შეზღუდვის სახით, სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოები (მაგ., ადაპტაცია, რემონტი და მშენებლობა), არ უნდა აღემატებოდეს პროექტის საერთო ბიუჯეტის 25%-ს და შეიძლება მხოლოდ დაფინანსებული იყოს თანადაფინანსების სახსრებიდან, აპლიკანტის მიერ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტების სახელმძღვანელოში.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს, შრომის ანაზღაურებას; აღჭურვილობის, კვლევითი და საცდელი მასალების შესყიდვას/იჯარას; ოფისის და ბიზნესის ოპერირების ხარჯებს; კვლევით და საცდელ მომსახურებას, ქვეკონტრაქტებს; კვლევითი და საცდელი დარგის ექსპერტების/მრჩევლების დაქირავების ხარჯებს; პატენტებზე განაცხადის შეტანას და საზღაურს, სერთიფიცირებას და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯებს; გაყიდვების და მარკეტინგის ხარჯებს; ტრენინგის ხარჯებს; სხვა ხარჯებს, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისთვის (იხილეთ პროექტის ბიუჯეტის ფაილი დანართი MG3).
გრანტის მინიმალური ოდენობა, რაც შიძლება აპლიკანტმა მოითხოვოს არის 150 000 ლარი.
გრანტის მინიმალური ოდენობა, რაც შიძლება აპლიკანტმა მოითხოვოს არის 150 000 ლარი.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 650 000 ლარს.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს ხელფასებს.
საწარმო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. კონკურსში განაცხადის წარმოდგენამდე, კომპანიის რეგისტრაციიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 წელზე მეტი; 2. განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო თორმეტი თვის მონაცემებით კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს; 3. განმცხადებელი კომპანიის წილის 50%-ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია.
უცხოეთის საწარმოს (არარეზიდენტი საწარმო) კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია.
კერძო სექტორის (მინიმუმ, 51% კერძო საკუთრებაში) ბიზნეს სუბიექტი, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიებს და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს.
აპლიკანტი (და მთავარი აპლიკანტი, თუკი პროექტები იგზავნება კონსორციუმის მიერ) არის კერძო სექტორის (მინიმუმ, 51% კერძო საკუთრებაში) ბიზნეს სუბიექტი, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონით, და რეგისტრირებულია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) მიერ, ხოლო მისი წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 მილიონ ლარს.
გუნდის წევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
შეუძლია.
აპლიკანტს შეუძლია ერთზე (1) მეტი აპლიკაცია შეავსოს, სხვადასხვა რაუნდის განმავლობაში. აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ერთზე (1) მეტი გრანტი, IMG პროგრამის სხვადასხვა რაუნდის განმავლობაში. თუმცა, საერთო ჯამში, მთლიანი IMG პროგრამის განმავლობაში, ერთ აპლიკანტს/თანააპლიკანტს არ შეუძლია 650,000 ლარზე მეტის მიღება.
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად არ განიხილება: სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების (გარდა ღვინისა), თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოება. ასევე, ნებისმიერი სხვა საქმიანობისა, რომელიც შეტანილია პროექტის GENIE ESMF-ის („ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი“) II დანართში მოცემულ აკრძალულ საქმიანობათა ნუსხაში (იხ. დანართი MG1).
კონკურსის მარეგულირებელი ნორმებით არ არის დამტკიცებული პრიორიტეტული დარგობრივი მიმართულებები.
დარგობრივი შეზღუდვა კონკურსში მონაწილე პროექტებისთვის არ არის დადგენილი.
აპლიკანტმა პორტალზე უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. საპროექტო წინადადების დოკუმენტები:
აპლიკანტის განცხადება (დანართი MG5) - ქართულ და ინგლისურ ენაზე (ჩაშენებულია პორტალში და ეთანხმება აპლიკანტი შესაბამის ღლაკზე დაჭერით);
• ბიზნეს გეგმა (დანართი MG1) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• პროექტის ბიუჯეტი (დანართი MG3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• ფინანსური პროგნოზი (დანართი MG4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• გარემოსდაცვითი შეფასების კითხვარი (შემდგომში ESQ) (ჩაშენებულია პორტალში და ივსება ონლაინ) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
2. დამხმარე დოკუმენტაცია:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ექვსი (6) თვით ადრე) გაცემული უახლესი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ქართულ ენაზე;
• პროექტისათვის დაქირავებული ან დასაქირავებელი ძირითადი პერსონალის (მაქსიმუმ 5) ავტობიოგრაფიები (CV) და/ან სამუშაოს აღწერა;
თუ განმცხადებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი
• ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს (ატვირთვა საველდებულოა თუ აპლიკანტი საწარმოა)
ან თუ განმცხადებელი დღგ-ს გადამხდელია
• განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტების სახელმძღვანელოში.
კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება განაცხადების წარმოდგენიდან მაქსიმუმ მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
კონკურსში განაცხადების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში.
გამარჯვებულიების ვინაობა ვლინდება წელიწადში ოთხჯერ.
კონკურსში განაცხადების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
განაცხადის წარდგენა ხდება ვებ-პორტალის მეშვეობით.
ინოვაციურობა შესაძლოა ეხებოდეს ნებისმიერ სექტორში (გარდა კონკურსის სახელმძღვანელოში აღწერილი აკრძალული საქმიანობებისა) არსებულ ან ახალ ბაზარზე, ინოვაციური ტექნოლოგიების/მომსახურების შექმნას ან გაუმჯებოსებას, ახალი ბიზნეს მოდელების დანეგრვას ბაზრის სწრაფი კაპიტალიზაციისთვის.
ინოვაციურობა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: განაცხადი გამოიწვევს არსებული ტექნოლოგიების, პროდუქტების ან სერვისების გაუმჯობესებას?
შესაძლებელია.
კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ფინანსური რესურსების ხარჯვასთან და GITA-ში კვარტალური ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელების შედეგად საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების განაწილებაში GITA არ ერევა.
შეიძლება. პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული კონკურსის პირობებით.
პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული საგრანტო კონკურსის პირობებით.
საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს (ვადის ათვლა იწყება GITA-ს მიერ პირველი ტრანშის გადმორიცხვის დღიდან).
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო დღეების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ GITA-ს Web/Facebook გვერდზე.