გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კვარტლის თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული თანხის მოთხოვნის განაცხადი (დანართი MG8) .
გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კვარტლის თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული თანხის მოთხოვნის განაცხადი (დანართი MG8) .
იმისათვის, რომ გაფორმდეს საგრანტო ხელშეკრულება, გამარჯვებულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სამეწარმეო რეესტრში კომპანიის დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ფიზიკური პირია);
2. თანადაფინანსების ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება (მაგ.კაპიტალდაბანდება), სესხის ხელშეკრულება (მაგ. საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკებთან ან საფინანსო ორგანიზაციებთან, სასესხო ხელშეკრულებები), კომპანიის ფულადი შენატანი (მაგ, ფულადი სახსრების შემოდინება მიმდინარე ან მოსალოდნელი ბიზნეს ოპერაციებიდან) და სხვა ანალოგიური წყაროები);
3. ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
4. ბანკის მიზნობირივი ანგარიში, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს გრანტის და თანადაფინანსების რესურსები და არ იქნება სხვა რესურსების ბრუნვა, გარდა გრანტის და თანადაფინანსების თანხებისა;
5. გრანტების კოორდინატორთან შეთანხმებული ბიუჯეტის ფაილი.
თანადაფინანსების თანხა გრანტის საბანკო ანგარიშზე ირიცხება იმ პროპორციით, რასაც ითვალისწინებს პროექტის ბიუჯეტი შესაბამისი კვერტლების მიხედვით.
თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა შესაბამის საგრანტო ანგარიშზე ხდება საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ - GITA-ს მიერ პირველი ტრანშის გადმორიცხვამდე.
კონკურის მიზნებისთვის პროქტის თანადაფინანსებად განიხილება მხოლოდ ფულადი რესურსები.
კერძო თანადაფინანსების არსებობა სავალდებულოა პროექტის ღირებულების (გრანტის და თანადაფინანსების ჯამის) სულ მცირე 10%-ის ოდენობით.
თანადაფინანსების არსებობის დოკუმენტური მტკიცებულების წარმოსადგენად გამარჯვებულ აპლიკანტებს ეძლევათ 1 თვის ვადა გამარჯვებულად გამოვლენის მომენტიდან.
არ არის სავალდებულო.
გრანტის მინიმალური ოდენობა არ არის დადგენილი საკონკურსო პირობებით.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 000 ლარს.
პროექტის ფარგლებში არამიზნობრივ ხარჯებად განიხილება: 1. ნებიესმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი;
2. გაუთვალისწინებელი ხარჯები ან რეზერვები შესაძლო მომავალი დანაკარგებისა ან დავალიანებებისათვის;
3. დღგ-ს, მოგების და იმპორტის გადასახადი იმ შეღავათების შესაბამისად, რაც ბენეფიციარებისათვის არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში.
4. ბიუჯეტის ის პუნქტები, რომელიც უკვე დაფინანსებულია სხვა სტრუქტურის, პროგრამის ან კომპანიის/დაწესებულების მეშვეობით (ორმაგი დაფინანსების თავიდან აცილება);
5. კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული დანაკარგები, აგრეთვე მოსაკრებლები და ჯარიმები;
6. გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
7. ადგილმონაცვლეობის ხარჯები ან შეწირულობები;
8. მიწისა და შენობების შესყიდვა
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტების სახელმძღვანელოს 2.3 ქვეთავში.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს, შრომის ანაზღაურებას; აღჭურვილობის, კვლევითი და საცდელი მასალების შესყიდვას/იჯარას; ოფისის და ბიზნესის ოპერირების ხარჯებს; კვლევით და საცდელ მომსახურებას, ქვეკონტრაქტებს; კვლევითი და საცდელი დარგის ექსპერტების/მრჩევლების დაქირავების ხარჯებს; პატენტებზე განაცხადის შეტანას და საზღაურს, სერთიფიცირებას და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯებს; გაყიდვების და მარკეტინგის ხარჯებს; ტრენინგის ხარჯებს; სხვა ხარჯებს, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისთვის (იხილეთ პროექტის ბიუჯეტის ფაილი დანართი MG3).
გრანტის მინიმალური ოდენობა არ არის შეზღუდული საკონკურსო პირობებით.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს ხელფასებს.
საწარმო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისთვის, კომპანიის რეგისტრაციიდან გასული არ უნდა იყოს 2 (ორ) წელზე მეტი; 2. კონკურსის გამოცხადების დღემდე ბოლო თორმეტი თვის მონაცემებით კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 500’000 (ხუთასი ათას) ლარს; 3. განმცხადებელი კომპანიის წილის 50%-ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია; 4. განმცხადებელი, როგორც მეწარმე სუბიექტი, არ უნდა იყოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის წინა რაუნდების ბენეფიციარი.
შეუძლია, თუ აკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია გრანტების სახელმძღვანელოში აპლიკანტი კომპანიებისთვის.
უცხოეთის საწარმოს (არარეზიდენტი საწარმო) კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს (ფიზიკურ პირთა ჯგუფს), ან ადრეული ეტაპის (ორ წლამდე) დამწყები ბიზნესი (რომლის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციიდან საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღემდე გასული არ უნდა იყოს 2 (ორ) წელზე მეტი).
გუნდის წევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
მოდიფიცირებული და გაუმჯობესებული განაცხადები ნებადართულია. თუმცა განმცხადებელს ერთი განაცხადის ხელახლა წარმოდგენის უფლება რეალურად მხოლოდ ერთხელ აქვს.
ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებელს უფლება აქვს წარმოადგინოს 1-ზე მეტი განაცხადი, თუმცა საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი ვერ დაფინანსდება ერთზე მეტი გრანტით.
კონკურსის მარეგულირებელი ნორმებით არ არის დამტკიცებული პრიორიტეტული დარგობრივი მიმართულებები.
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად არ განიხილება: სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების (გარდა ღვინისა), თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოება. ასევე, ნებისმიერი სხვა საქმიანობისა, რომელიც შეტანილია პროექტის GENIE ESMF-ის („ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი“) II დანართში მოცემულ აკრძალულ საქმიანობათა ნუსხაში (იხ. დანართი MG1).
დარგობრივი შეზღუდვა კონკურსში მონაწილე პროექტებისთვის არ არის დადგენილი.
აპლიკანტმა პორტალზე უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. საპროექტო წინადადების დოკუმენტები:
აპლიკანტის განცხადება (დანართი MG5) - ქართულ და ინგლისურ ენაზე (ჩაშენებულია პორტალში და ეთანხმება აპლიკანტი შესაბამის ღლაკზე დაჭერით);
• ბიზნეს გეგმა (დანართი MG2) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• პროექტის ბიუჯეტი (დანართი MG3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• ფინანსური პროგნოზი (დანართი MG4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• გარემოსდაცვითი შეფასების კითხვარი (შემდგომში ESQ) (ჩაშენებულია პორტალში და ივსება ონლაინ) - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
2. დამხმარე დოკუმენტაცია:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ექვსი (6) თვით ადრე) გაცემული უახლესი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ატვირთვა საველდებულოა თუ აპლიკანტი საწარმოა). - ქართულ ენაზე;
• პროექტისათვის დაქირავებული ან დასაქირავებელი ძირითადი პერსონალის (მაქსიმუმ 5) ავტობიოგრაფიები (CV) და/ან სამუშაოს აღწერა;
თუ განმცხადებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი
• ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს (ატვირთვა საველდებულოა თუ აპლიკანტი საწარმოა)
ან თუ განმცხადებელი დღგ-ს გადამხდელია
• საგრანტო კონკურსის გამოქვეყნებამდე თორმეტი თვის განმავლობაში დეკლარირებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები (ატვირთვა საველდებულოა თუ აპლიკანტი საწარმოა).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტების სახელმძღვანელოს 4.3 ქვეთავში.
კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან დაახლოებით 55 დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გადავა ხარისხობრივი შეფასების მე-2 ეტაპზე (პრეზენტაციები საინვესტიციო კომიტეტის წინაშე), აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ექვსდღიან საწვრთნელ პროგრამაში, რათა უკეთესად მოემზადოს ინვესტორებთან პრეზენტაციისთვის).
განაცხადების წარდგენის ვადა სრულდება კონკურსის გამოცხადებიდან 40 დღეში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონკურსის გამოცხადების ბმულზე გრანტების პორტალზე - https://grants.gov.ge/ka/
გთხოვთ, იხილეთ კონკურსების კალენდარი, რომელიც განთავსებულია GITA-ს ვებ-გვერდზე.
კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
განაცხადის წარდგენა ხდება ვებ-პორტალის მეშვეობით.
ინოვაციურობა შესაძლოა ეხებოდეს ნებისმიერ სექტორში (გარდა კონკურსის სახელმძღვანელოში აღწერილი აკრძალული საქმიანობებისა) არსებულ ან ახალ ბაზარზე, ინოვაციური ტექნოლოგიების/მომსახურების შექმნას ან გაუმჯებოსებას, ახალი ბიზნეს მოდელების დანეგრვას ბაზრის სწრაფი კაპიტალიზაციისთვის.
შესაძლებელია.
კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ფინანსური რესურსების ხარჯვასთან და GITA-ში კვარტალური ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელების შედეგად საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების განაწილებაში GITA არ ერევა.
შეიძლება. პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული კონკურსის პირობებით.
პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული საგრანტო კონკურსის პირობებით.
საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს (ვადის ათვლა იწყება GITA-ს მიერ პირველი ტრანშის გადმორიცხვის დღიდან).
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო დღეების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ GITA-ს Web/Facebook გვერდზე.
ინოვაციურობა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ინოვაციურობის ხარისხი:
1. ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, ან ტექნოლოგია;
2. შემოთავაზებული მეთოდოლოგიის მიზანშეწონილობა და ინოვაციის შინაარსი;
3. შემოთავაზებული ინოვაციის გეოგრაფიული პოტენციალი/გავლენა (ადგილობრივი, ქვე-რეგიონული, რეგიონული, გლობალური);
4. ინოვაციის რეპლიკაციის სირთულე;
5. ინოვაციის მზაობა ბაზარზე გასატანად
დიახ, არ იზღუდება არცერთი ინდუსტრიის პროექტი თუ იგი აკმაყოფილებს საგრანტო კონკურსის პირობებს და არ შედის დაუშვებელ საქმიანობათა სიაში, რომელიც მოცემულია თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს 2.2 სექციაში და ასევე ამავე სახელმძღვანელოს დანართ MG1-ში (იხ. დანართი MG1-ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი, გვ. 34).
გთხოვთ შეამოწმოთ "spam" ან "junk" საქაღალდე, და პორტალიდან მიღებული ელ. ფოსტა აქტივაციის ლინკით მონიშნოთ როგორც "not spam" ან "safe", რათა მომავალში ჩვენგან გამოგზავნილი ელექტრონული წერილები მიიღოთ ხარვეზის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქტივაციის ბმულს აქვს 24 საათიანი ვადა.