გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ტექნოლოგიური კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • ID TW_11
  • ხელოვნური ინტელექტის კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • დაწყების თარიღი: 10 სექტემბერი 2024
  • დასრულების დრო: 16 სექტემბერი 2024 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება მეწარმე ქალებისა და 9-12 კლასის მოსწავლე  გოგონებისათვის ხელოვნური ინტელექტის კვირეულის განხორციელების კონკურსი, თბილისში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

ხელოვნური ინტელექტის კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის გულისხმობს მეწარმე ქალებისა და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენების ათვისებას, მათ დაინტერესებას ხელოვნური ინტელექტით და ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად ინტეგრირებას. აღნიშნული მიმართულებით, 30 შერჩეულ მონაწილეს (15 მეწარმე ქალი, 15 მოსწავლე) ჩაუტარდება 5 დღიანი სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერია, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეების ციფრულ ტრანსფორმაციას, მეწარმე ქალებს გაუმარტივებს სამეწარმეო საქმიანობის მართვას, ხოლო, მოსწავლე გოგონებს მისცემს შესაძლებლობას გაიგონ მეტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში კარიერასთან დაკავშირებით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 სექტემბერი.

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • პროექტის აღწერა
  • რეკომენდირებული სილაბუსი

წარსადგენი დოკუმენტები

  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • ბიუჯეტის ფორმა