გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით
  • ID SME_2
  • მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით
  • დაწყების თარიღი: 11 ოქტომბერი 2024
  • დასრულების დრო: 10 ნოემბერი 2024 23:59

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით".

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნეს პროცესების სხვადასხვა ასპექტში. საგრანტო პროგრამა მიმართულია ინოვაციური, მდგრადი და ეფექტიანი ციფრული გადაწყვეტილებების შექმნისკენ, რომლებიც დააკმაყოფილებს გრანტის მიმღები SME-ის სპეციფიკურ საჭიროებებს და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროება;
  • ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ციფრული გადაწყვეტის ხედვა;
  • პარტნიორი ორგანიზაციის შესაბამისობა მოთხოვნებთან და გადაწყვეტის განხორციელების შესაძლებლობა;
  • გადაწყვეტის გავლენა SME-ის ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაზრდაზე.

 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით - [email protected]

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ნოემბერი.

 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • საგრანტო პროგრამის სახელმძღვანელო

წარსადგენი დოკუმენტები

  • განმცხადებლის შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემოსავლების სამსახურიდან (2022 და 2023 წლების)
  • პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • პარტნიორი ორგანიზაციის შესაბამისი 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგ. მომსახურების კონტრაქტი.