გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
  • ID IGFR_17
  • 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი
  • დაწყების თარიღი: 1 მაისი 2024
  • დასრულების დრო: 31 მაისი 2024 23:59
  • დარჩენილი დღეები: 9

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის " 

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სვანეთის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

ა)  დამფუძნებლების კომპეტენციები; 

ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

 

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა: 

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.  

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე. 

გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში. 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გრანტის გაცემის წესი
  • ხშირად დასმული კითხვები

წარსადგენი დოკუმენტები

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის რეზიუმე (CV)
  • გუნდის წევრების რეზიუმეები (CV ები)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მშობლის თანხმობის წერილი (არასრულწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში)