საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსiს, „სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები “ მეორე ეტაპს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ 150 აპლიკანტს, რომელიც შეირჩა ბიზნეს იდეების შეფასების ეტაპზე.
თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს. ბიზნეს იდეების ეტაპზე შერჩეული რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირები ვალდებული არიან განაცხადის წარდგენამდე დააფუძნონ სამეწარმეო იურიდიული პირი.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 150’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.
თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 აპრილი.