გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი
  • ID PRE_0_5
  • პრე-აქსელერატორების განხორციელების კონკურსი
  • დაწყების თარიღი: 12 მარტი 2024
  • დასრულების დრო: 26 მარტი 2024 23:59

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით,  ცხადდება რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი საქართველოს 2 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი). აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ და გულისხმობს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი  ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის.

კონკურსის მიზანია,  რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ხარისხიან და სრულყოფილ ორგანიზებას. ორივე რეგიონზე განსაზღვრული მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 140 000 ლარს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მარტი. 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • ინფორმაცია პროგრამის შესახებ

წარსადგენი დოკუმენტები

  • ბიუჯეტის ფორმა
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი